2 კორინთელები 3:1-11 | 2 Corinthians 3:1-11
1კვლავ დავიწყოთ ჩვენი თავის წარდგენა? საჭიროა ჩვენთვის, როგორც ზოგიერთებისათვის, წარდგენის წერილები თქვენდამი ან თქვენგან? 2თქვენ ხართ ჩვენი წერილი, ჩვენს გულებში დაწერილი, რომელსაც სცნობს და კითხულობს ყოველი ადამიანი. 3თქვენ აჩვენებთ, რომ თქვენ ხართ ქრისტეს წერილი, ჩვენგან შექმნილი, დაწერილი არა მელნით, არამედ ცოცხალი ღმერთის სულით, არა ქვის დაფებზე, არამედ გულის ხორციელ ფიცრებზე. 4ასეთი რწმენა გვაქვს ქრისტეს მეშვეობით ღმერთის მიმართ, 5არა იმიტომ, რომ შეგვეძლოს ჩვენ თვითონ განვსაჯოთ რაიმე, თითქოს ჩვენგან იყოს და არა ღმერთისაგან ჩვენი შემძლეობა. 6მან შეგვაძლებინა, ვყოფილიყავით მსახურნი ახალი აღთქმისა, არა ასოებისა, არამედ სულისა. რადგან ასო კლავს, სული კი აცოცხლებს. 7ხოლო თუ სიკვდილის მსახურება, ქვაზე ასოებით დაბეჭდილი, ისეთი დიდებით იყო, რომ ისრაელის ძეებმა ვერ შეძლეს მოსეს სახის ხილვა მის სახეზე გადმოსული დიდების გამო, 8რამდენად უფრო დიდი იქნება სულის მსახურების დიდება? 9რადგან, თუ განკითხვის მსახურება დიდებაა, მით უფრო უხვია დიდებით სიმართლის მსახურება, 10რადგან ის, რაც ამრიგად იყო განდიდებული, აღარ ჩაითვლება დიდებულად სიმართლის მსახურების აღზევებულ დიდებასთან შედარებით. 11რადგან, თუ წარმავალს ჰქონდა დიდება, რამდენად მეტი დიდება აქვს მყოვარს.