2 კორინთელები 3:12-18 | 2 Corinthians 3:12-18
Jason Havertape
12ამიტომ, რაკი ესოდენი იმედი გვაქვს, დიდი გაბედულებით ვმოქმედებთ. 13და არა ისე, როგორც მოსე, რომელმაც რიდე ჩამოიფარა სახეზე, რომ არ ეხილათ ისრაელის ძეებს წარმავალის დასასრული. 14მაგრამ დაეხშოთ მათ გონება, რადგან ძველი აღთქმის კითხვისას დღემდე რჩება იგივე რიდე აუხდელი, რადგან მხოლოდ ქრისტეში იხსნება იგი. 15მაგრამ დღემდე, როცა მოსეს კითხულობენ, რიდე ადევთ გულზე, 16ხოლო როცა უფლისაკენ მიიქცევა ვინმე, რიდე ეხდება. 17უფალი სულია და, სადაც უფლის სულია, იქ თავისუფლებაა. 18ჩვენ კი ყველანი დაუბურავი სახით ვჭვრეტთ უფლის დიდებას და გარდავისახებით იმავე ხატად დიდებიდან დიდებაში, როგორც უფლის სულისაგან.