1 კორინთელები 14:34-40

Jason Havertape

'ისე, როგორც ეს წმიდათა ყველა ეკლესიაშია, ქალებმა იყუჩონ ეკლესიებში, რადგან უფლება არა აქვთ ილაპარაკონ, არამედ მორჩილად უნდა იყვნენ, როგორც ამას რჯულიც ამბობს. ხოლო თუ რამის შესწავლა სურთ, ჰკითხონ თავიანთ ქმრებს სახლში. რადგან შეუფერებელია ქალისათვის ეკლესიაში ლაპარაკი. განა თქვენგან გამოვიდა ღმერთის სიტყვა? ან მარტო თქვენამდე მოაღწია? თუ ვინმეს თავი წინასწარმეტყველი ჰგონია, ანდა სულიერების მქონე, შეიგნოს ის, რასაც მე თქვენ გწერთ, რადგან ეს უფლის მცნებაა. ხოლო ვინც ამას არ აღიარებს, თვით არ იქნება აღიარებული. მაშ, ასე, ძმებო, ეშურეთ, რომ იწინასწარმეტყველოთ, მაგრამ ნუ აკრძალავთ ენებით ლაპარაკს. იზრუნეთ, რომ ყველაფერი საკადრისად და წესიერად ხდებოდეს.'